პიროტექნიკით დაზარალებულები

01 იანვარი 2023, 20:01 2031 ნახვა

გასული წლების მსგავსად, წელსაც მზარდია პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა. ახალი წლის დადგომასთან ერთად 112-ს არაერთმა მოქალაქემ მიმართა, სამი მოქალაქე ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც მედიკოსები განმარტავენ სამივე მათგანს დაზიანებები ხელზე აღენიშნებოდა, ერთ პაციენტს საოპერაციო ჩარევა დასჭირდა  და ის  ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

პიროტექნიკამ დააზიანა დედაქალაქის  ნაძვის ხე, რომელსაც  ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, დაზიანდა ნაძვის ხის მცირე მონაკვეთი, რეაბილიტაციაც უკვე დაწყებულია.

ცნობისთვის, დღესასწაულის პიროტექნიკის გარეშე აღნიშვნის ინიციატივით წელს არაერთი კერძო კომპანია თუ ორგანიზაცია გამოვიდა. 

პიროტექნიკაზე  თავისუფალი წვდომის აკრძალვასა და ხარისხის მკაცრ კონტროლს ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „იდეატორი“ - ითხოვს, პეტიცია უკვე ატვირთულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში