უკრაინის ახალი წელი

01 იანვარი 2023, 20:03 1218 ნახვა

ახალი წლის ღამეს უკრაინაში საჰაერო განგაშის ფონზე შეხვდნენ. ახალი წლის ღამეს ოკუპანტმა ხერსონის ოლქში, ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა.  

ნიკოალევის ოლქზე განხორციელებული იერიშის დროს დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულ აგრესიას კიდევ  2 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა.

გვიან ღამით დაიბომბა ორეხოვიც, სადაც დაშავდა 3 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 452 ბავშვი დაიღუპა. კიევის მერი ახალი წლის ღამეს ბახმუტში, სამხედროებთან ერთად შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა კი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინელებს ახალი წელი მიულოცა. მთავარი სურვილად კი გამარჯვება და ტერიტორიების გათავისუფლება დაასახელა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში