კიევში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა

02 იანვარი 2023, 10:40 677 ნახვა

ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვის გამო, ზოგიერთი გათბობის ობიექტი გამორთული იყო.

"დედაქალაქის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. მოხდა ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა. დედაქალაქს წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება“,- აცხადებს კლიჩკო.

გუშინ ღამით, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად 19 წლის ბიჭი დაშავდა, ამასთან, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინელებმა კიევის თავზე 20 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში