პიროტექნიკით დაშავებული კლინიკაში რჩება

02 იანვარი 2023, 15:00 1515 ნახვა

პიროტექნიკის გამოყენებას უსაფრთხოდ წელსაც არ ჩაუვლია.  პიროტექნიკით დაშავებული მოქალაქე ამ დრომდე კლინიკაში რჩება.  მას მოტეხილობები აღენიშნებოდა, რის გამოც  ოპერაცია  დასჭირდა.  ამჟამად მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა   სტაბილურია - გვითხრეს  მედიკოსებმა.  

31 დეკემბრის ღამეს დაშავებული  სამი   მოქალაქე  კლინიკა ბაუში გადაიყვანეს, სამივეს  ხელი აქვს დაზიანებული.       

ცნობისთვის,  ახალი წლის  პიროტექნიკის  გარეშე აღნიშვნის ინიციატივით წელს არაერთი კერძო კომპანია  თუ ორგანიზაცია  გამოვიდა.

პიროტექნიკაზე თავისუფალი წვდომის აკრძალვასა და ხარისხის მკაცრ კონტროლს ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „იდეატორი“ ითხოვს,  პეტიცია  უკვე ატვირთულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში