უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის შეტევა 13 დასახლებულ პუნქტთან - უკრაინის გენშტაბი

03 იანვარი 2023, 10:24 651 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი Ka-52 ტიპის ვერტმფრენი და „ორლან-10“ ტიპის 3 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული 24 საათის განმავლობაში, 13 დარტყმა მიაყენა რუსული ძალების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, ასევე 5 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს.

"გასული დღის განმავლობაში მტერმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელა, 77 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. მტერმა 6-ვე სარაკეტო და 30 საჰაერო დარტყმა მიაყენა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში