გარკვეულ წამლებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

03 იანვარი 2023, 12:04 829 ნახვა

1 იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც აფთიაქებს დადგენილ ფასზე ძვირად წამლების გაყიდვას უკრძალავს.  ანუ,  ძალაშია  წესი, რომელსაც აფთიაქებში ვერ დაარღვევენ და, რომლითაც დგინდება, რომ თუ დადგენილზე ძვირად გაყიდიან წამალს,  კანონის წინაშე აგებენ პასუხს. 

ფასი რეფერენტული საბითუმო ფასიდან დაითვლება, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით.  

50-დან 100 ლარამდე რეფერენტული საბითუმო ფასის შემთხვევაში მაქსიმალური მარჟა 15%-ით განისაზღვრა, 100 ლარი ან მეტის შემთხვევაში კი ფასნამატი მხოლოდ 20 ლარი შეიძლება იყოს.

ფასის რეგულირების პირობები განსხვავებული იქნება ორიგინალური და გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში