საუკუნის ფეხბურთელს უკანასკნელ გზაზე აცილებენ

03 იანვარი 2023, 11:30 534 ნახვა

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს პელეს დღეს დაკრძალავენ. გავრცელებული ინფორმაციით, პელემ სიცოცხლეშივე დაიბარა, რომ სანტოსში მდებარე ვერტიკალური სასაფლაოს მეცხრე სართულზე დაეკრძალათ,  საიდანაც მისი ყოფილი გუნდის, „სანტოსის“ სტადიონი ჩანს.

გუშინ პელეს ცხედარი სან პაულოში, „ურბანო კალდეირას“ სტადიონის ცენტრში დაასვენეს, სადაც მის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი.

პელე 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. მას კარიერის განმავლობაში ათასზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი,  2000 წელს კი ფიფამ იგი საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში