შანჰაის საავადმყოფოები სავსეა კოვიდპაციენტებით

03 იანვარი 2023, 14:06 606 ნახვა

ჩინეთში დღითიდღე მძიმდება კოვიდსიტუაცია. სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებული ვიდეომასალა ცხადყოფს, რომ საავადმყოფოებში კოვიდპაციენტების მოზღვავების გამო აღარ ჰქოფნით  საწოლები, გადაუდებელი დახმარების განყოფილებებთან კი  ინფიცირებულთა გრძელი რიგებია. 

შანჰაის  ჩუნშანის საავადმყოფოს მისაღები განყოფილება სავსეა კოვიდპაციენტებით, პალატებში ადგილები აღარ არის და დამატებით საწოლებს  საავადმყოფოს  დერეფნებში  დგამენ.

პაციენტებს გადასხმებს პირდაპირ  მიმღებში უდგამენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კოვიდშემთხვევების მონაცემებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა აღიარებენ, რომ ოფიციალური მონაცემები რეალურ სურათს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 

არ გამორიცხავენ, რომ არსებობს სხვა მონაცემები, რომლებიც გასაიდუმლოებულია. ჯანმო ჩინეთს მოუწოდებს ქვეყანაში კოვიდ-19-ის ახალი ტალღის გავრცელების შესახებ გამჭვირვალე მონაცემები გაასაჯაროვოს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში