კვარაცხელია არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, მას გამორჩეულად თამაში შეუძლია - სპალეტი

03 იანვარი 2023, 19:09 1128 ნახვა

ხვალ სერია A მე-16 ტურის მატჩებით განახლდება. ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი“ კი სტუმრად „ინტერთან“ ითამაშებს.

ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

ხვალ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, რადგან “ინტერი" მაღალი დონის ევროპული კლუბია. მართალია, ბროზოვიჩი დააკლდებათ, თუმცა მათ უამრავი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ.

კვარაცხელიამ და ლობოტკამ მოსამზადებელი პერიოდი კარგად გამოიყენეს. ,,სტაბიასთან" ამხანაგურ მატჩში თავი ორივემ კარგად წარმოაჩინა. ხვიჩა საკუთარ თავს კარგად მართავს, ის ახერხებს, რომ არაპროგნოზირებადი იყოს,  ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მატჩში"არაფრისგან რაღაც მნიშვნელოვანი შექმნას", - განაცხადა სპალეტიმ.

ინტერისა" და ,,ნაპოლის" მატჩი 4 იანვარს, „ჯუზეპე მეაცაზე“, 23:45 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 41 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში