საახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე

04 იანვარი 2023, 11:26 717 ნახვა

ბათუმში ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტები გრძელდება. დღეს მაყურებლის წინაშე 18 საათზე „ჩემი ბენდი“, ქრეშ, ბენდი ქართული და დიჯეი ხილა წარსდგებიან. გუშინ საღამოს კონცერტების ფარგლებში ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართა. 

საახალწლო ღონისძიებები ყოველდღიურ კონცერტებს, გასართობ შოუ პროგრამებს და საახალწლო ბაზრობას მოიცავს, რომელიც 7 იანვარს შემაჯამებელი კონცერტით დასრულდება.

საახალწლო ღონისძიებებისთვის ბათუმის მერიამ 700 ათასი ლარი გამოყო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში