პელე ''სანტოსის'' სტადიონთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს

04 იანვარი 2023, 11:06 736 ნახვა

ფეხბურთის მეფე, პელე ქალაქ სანტოსის მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია დახურული იყო და მას მხოლოდ ოჯახის წევრები და სტუმრები დაესწრნენ.

14 სართულისგან შემდგარი ვერტიკალური სასაფლაო „ეკუმენიკა“ 1983 წელს აშენდა. ის 1,8 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული და 16 000-მდე საფლავს იტევს. 

ლეგენდარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ, პელეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში