ტერორისტებმა უნდა წააგონ - ზელენსკი

04 იანვარი 2023, 11:16 515 ნახვა

უკრაინამ უნდა იმუშაოს თავის პარტნიორებთან, რათა ქვეყნის თავდაცვა გააძლიეროს - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, არავის ეპარება ეჭვი, რომ  რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ყველაფერს იღონებს ფრონტის ხაზზე  სიტუაციის მათ სასიკეთოდ შესაცვლელად. 

ზელენსკიმ ეს განცხადება  მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე ღამით დრონებით თავდასხმა დაიწყო. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ რუსეთი ირანული დრონების გამოყენებით ხანგრძლივ თავდასხმებს გეგმავს.

უკრაინის ერთ-ერთმა დასავლელმა მოკავშირემ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სამშაბათს განუცხადა ზელენსკის, რომ უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს გრძელვადიან პერსპექტივაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში