მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

04 იანვარი 2023, 11:41 704 ნახვა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს გიორგი ცინდელიანსა და როლანდ აფრასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ორივე ბრალდებულის უფლებადამცველები მათთვის სხვადასხვა ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ. როლანდ აფრასიძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი, ხოლო გიორგი ცინდელიანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.

ცინდელიანის ადვოკატი გამოძიების მსვლელობის პარალელურად მიიღებს გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხოლო აფრასიძის ადვოკატი აპირებს სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში