მაკიივკაში 89 რუსი სამხედრო დაიღუპა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

04 იანვარი 2023, 14:20 478 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებული  დონეცკის ოლქის ქალაქ  მაკიივკაზე უკრაინული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის მხვერპლთა ახალი  მონაცემები გაავრცელა.

89 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ახალი წლის ღამეს მაკიივკაში ახალმობილიზებულების ყაზარმების დაბომბვისას. მანამდე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა 63 რუსი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტს ადასტურებდა. 

თავდასხმის მთავარ მიზეზად ოფიციალური მოსკოვი სამხედროების მიერ მობილური ტელეფონების უნებართვო გამოყენებას ასახელებს, რითაც მოწინააღმდეგეს დაეხმარა სარაკეტო დარტყმისთვის ჯარისკაცების  ადგილმდებარეობის კოორდინატები ადვილად განესაზღვრა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყაზარმას ამერიკული წარმოების ჰაიმარსის სისტემიდან გაშვებული  ოთხი რაკეტა  მოხვდა, რომლის შედეგად შენობის ჭერი ჩაინგრა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში