რუსეთის აგრესიას წელს უნდა დაესვას წერტილი - ზელენსკი

05 იანვარი 2023, 11:11 584 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის  თქმით, საფრანგეთს უკრაინის მიმართ ევროპული თავდაცვის მხარდაჭერა ახალ დონეზე აჰყავს. მისივე განცხადებით, დიპლომატიური მარათონის შედეგად, მათ ხელშესახები სიახლეები აქვთ.

ზელენსკის თქმით,   წელს ბოლო უნდა მოეღოს რუსეთის აგრესიას და არ გადაიდოს თავდაცვითი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება.

ამის ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობად იგი თანამედროვე დასავლურ ჯავშანტექნიკას, დასავლური სტილის ტანკებს მიიჩნევს. 

უკრაინას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს დანიაც. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, თითოეული ქვეყნის ლიდერთან საუბრისას, ის ყოველთვის განიხილავს უკრაინის ინიციატივას – მის მშვიდობის ფორმულას.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში