ავტომობილების ტექდათვალიერების ახალი რეგულაციები და სანქციები

05 იანვარი 2023, 12:11 1497 ნახვა

განმეორებითი ტექინსპექტირების შემდეგ 790 ათასიდან 250 ათასი ავტომობილი დახარვეზდა - ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების  ასოციაციის“ თავმჯდომარემ ბრიფინგზე  განაცხადა. 

ვაჟა იორდანიშვილმა სტატისტიკასთან ერთად სანქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი განცხადებით, განმეორებითი ტექდათვალიერების შემთხვევაში საფასურის გაძვირებამ შესაძლოა მძღოლების პასუხისმგებლობა გაზარდოს, რადგან გასულ წლებში ავტომობილების დახარვეზება მინიმალური პრობლემების გამოუსწორებლობის გამოც ხშირად ხდებოდა.

ვაჟა იორდანაშვილმა აღსრულების პრობლემებზეც ისაუბრა და თქვა, რომ არის შემთხვევები, როცა მძღოლები ჯარიმის საფასურს იხდიან და ტექდათვალიერებაზე ავტომობილის გატარებას არ ჩქარობენ, რადგან მათი ავტომობილის გამართვა ჯარიმის საფასურზე მეტს საჭიროებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში