სტიქია კალიფორნიაში

06 იანვარი 2023, 10:55 791 ნახვა

წყნარი ოკეანის ძლიერმა შტორმმა კალიფორნიაში წყალდიდობა გამოიწვია,  რის შედეგადაც ოკეანის ტალღა გზაზე გადავიდა. შტორმს კალიფორნიაში  წინ უძღოდა ძლიერი ქარი, კოკისპირული წვიმა და თოვა.

წყალდიდობამ შეაფერხა საგზაო მოძრაობა, ათიათასობით სახლს კი ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

ოკეანისპირა ქალაქ სანტა კრუზში ევაკუაცია გამოცხადდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში