საახალწლო ღონისძიებები ქობულეთში

06 იანვარი 2023, 14:59 683 ნახვა

„ახალი წლის დღეები საქართველოში" - ამ სახელწოდებით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში პრემიერ- მინისტრის ინიციატივით საახალწლო ღონისძიებები იმართება. პროექტის ფარგლებში ამ წუთებში კონცერტი ქობულეთში მიმდინარეობს. 

მერიის წინ არსებულ ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია სცენა და გახსნილია საახალწლო-საშობაო სოფელი. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, საკონცერტო პროგრამა მრავალფეროვანია და  საღამოს 8-საათამდე გაგრძელდება.

საშობაო ბაზრობაზე, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების  შეძენაა შესაძლებელი. მოწყობილია  საბავშვო სივრცეები, სადაც კონცერტზე მოსული პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა ზრუნავს.

ღონისძიებაზე თავიანთ შემოქმედებას ადგილობრივი შემსრულებლები და დედაქალაქიდან მოწვეული ჯგუფი ‘’გუფი ლენდის" წევრები წარმოადგენენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში