საშობაო ღონისძიება ბათუმში

06 იანვარი 2023, 17:53 948 ნახვა

საშობაო კონცერტი გაიმართება ხვალ ბათუმში. სადღესასწაულო ღონისძიებისთვის მერიამ ორი ადგილი ევროპის მოედანი და ბათუმის დრამატული თეატრი შეარჩია. მერის მოადგილის, სოფო ხალვაშის ინფორმაციით, კონცერტის საორკესტრო ნაწილი თეატრში შედგება. იმღერებენ ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ლუკა ზაქარიაძე, სულხან ჯაიანი და სხვა ბათუმელი თუ თბილისელი შემსრულებლები. საშობაო ღონისძიების რეპერტუარში ძირითადად ქართული სიმღერები იქნება. კონცერტი ევროპის მოედანზე ტრადიციულად 6 საათზე, ხოლო თეატრში 7 საათისთვისაა ჩანიშნული. დასწრება თავისუფალია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში