ოკუპანტის „საშობაო ზავი“

06 იანვარი 2023, 18:08 742 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე გადავიდა, „რუსეთის პრეზიდენტის მითითების შესაბამისად, სპეცოპერაციის ზონაში 6 იანვარს 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა კონტაქტის მთელ ხაზზე, მხარეებს შორის უკრაინაში“, - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. უკრაინის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ოკუპანტს ე.წ. „ცეცხლის შეწყვეტა“ დროის მოსაგებად სჭირდება. უფრო მეტიც, უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ შობას რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტაძრებში ტერაქტებს გეგმავს. ირინა ვერეშჩუკი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში