საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბათუმში გაიმართება

06 იანვარი 2023, 22:06 958 ნახვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით ბათუმში ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

ხვალ კენჭისყრა ჩატარდება, ხოლო 8 იანვარს შეჯიბრება დილის 11 საათზე დაიწყება და მომდევნო 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

წლევანდელ ეროვნულ პირველობაზე  საქართველის ნაკრების ფაქტობრივად ყველა ლიდერი იასპარეზებს.

ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "GMS" გადასცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში