29 წლის კაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

07 იანვარი 2023, 11:14 1730 ნახვა

შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში ახალგაზრდა კაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.საქმე ეხება 5 იანვარს მომხდარ ფაქტს – ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

დაჭრილის მამა ამბობს, რომ მისი შვილი მიტროპოლიტი დიმიტრის სიძემ დაჭრა. მისივე ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი პარკირების გამო შელაპარაკება გახდა.დაჭრილი კაცი ამჟამად ბათუმის კლინიკაში  იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში