შეიარაღებული შეტაკება მექსიკაში

07 იანვარი 2023, 14:01 696 ნახვა

მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის, ოვიდიო გუზმან-ლოპესის დაკავების ოპერაციისას სროლის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა.

მექსიკის თავდაცვის მინისტრის თქმით, ოვიდიო გუზმან-ლოპესის დაკავების ოპერაციაში დაიღუპა 10 სამხედრო და ნარკოკარტელების 19 წევრი. სამართალდამცველები მას ექვსი თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

დაკავების ოპერაციის მიმდინარეობისას ქალაქში დახურეს სკოლები და ბაღები. დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა აეროპორტმაც.

ქვეყნის მაღალჩინოსნები მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას სთხოვდნენ. თავად "ელ ჩაპო" 2019 წელს დააკავეს და იგი ამ დრომდე ამერიკის ციხეში იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში