რუსეთმა მობილიზაცია შესაძლოა ისევ გამოაცხადოს

08 იანვარი 2023, 11:20 565 ნახვა

15 იანვრიდან რუსეთმა, შესაძლოა, დამატებითი მობილიზაცია გამოაცხადოს - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი ჩერნიაკის თქმით, რუსეთს ნახევარ მილიონამდე ადამიანის მობილიზება შეუძლია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მობილიზაცია რუსეთის დიდ ქალაქებს, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგსაც შეეხება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.  28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა.

როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში