ზელენსკის მრჩევლის მიმართვა საქართველოს მთავრობას

08 იანვარი 2023, 10:51 544 ნახვა

უკრაინის მთავრობა საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ითხოვს უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაცემას - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი.

მიხაილო პოდოლიაკის თქმით,  თუ საქართველოს ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის უკრაინის მოქალაქის გადაცემას უკრაინისთვის, მაშინ ის მესამე ქვეყანაში უნდა გაგზავნონ მკურნალობის კურსის ჩასატარებლად.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, განსხვავებულია მისი პირადი პოზიცია ამ საკითხზე და მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას განზრახ არ სურს სააკაშვილის გამოშვება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში