სააკაშვილის მდგომარეობა

08 იანვარი 2023, 14:01 646 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი თავს კვლავ სუსტად გრძნობს.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს, 12:00 საათზეა დანიშნული.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში