პუტინის ომის 319-ე დღე

08 იანვარი 2023, 14:02 588 ნახვა

რუსი ოკუპანტების მიერ გამოცხადებული ე.წ. „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის“ მიუხედავად, გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 9 სარაკეტო, 3 საჰაერო და 40 ზალპური ცეცხლის რეაქტიული იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, იერიშებს ემსხვერპლა მშვიდობიანი მოსახლეობა, არიან დაჭრილებიც.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რჩება საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე, ისმის სირენების ხმა. 

ოკუპანტების მთავარი იერიშები მიმართულია დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებზე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში