ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში გაეროს მისიის წარმომადგენლები დაბომბეს

08 იანვარი 2023, 14:05 616 ნახვა

უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისას გაეროს მისიის წარმომადგენლები დაბომბეს - უკრაინული მედიის ცნობით, ეს მოხდა ზაპოროჟიეს ოლქში, მიუხედავად რუსებთან წინასწარი შეთანხმებისა.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 7 იანვარს, საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეს გარეუბნებში სარაკეტო იერიში განახორციელეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში