ოკუპანტმა ხერსონი აკრძალული საბრძოლო მასალით დაბომბა

08 იანვარი 2023, 17:50 661 ნახვა

რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხერსონი ღამით აკრძალული ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით დაბომბეს. ამის შესახებ ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა.

როგორც უკრაინული მედია წერს, ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა აკრძალულია და მისი გამოყენება ქალაქებში ან მის მახლობლად დაუშვებელია.

მედიის ცნობითვე, სამხედრო ობიექტებზე ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამოქალაქო ადგილებიდან დაშორებულია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში