ევროპის ქვეყნების შესაძლო ბოიკოტი პარიზის ოლიმპიადას

09 იანვარი 2023, 11:26 527 ნახვა

ევროპული ქვეყნები განიხილავენ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ბოიკოტის ვარიანტს, თუ თამაშებზე დაუშვებენ რუსეთსა და ბელარუსს, – ამის შესახებ გამოცემა „ინსაიდ გეიმსი“ იტყობინება.

ევროპული ქვეყნების გააქტიურება გამოიწვია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის სიტყვებმა. ის ცოტა ხნის წინ გამოვიდა ინიციატივით, რომ განიხილონ რუსი და ბელორუსი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნების სცენარი.

ბახის ამ პოზიციას ბევრი არ დაეთანხმა, მათ შორის მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი პრეზიდენტი კრეიგ რიდი.

ფრანგმა ჟურნალისტმა ალენ ლუცენფიჰტერმა კი განაცხადა,რომ თომას ბახის წინადადების რეალიზაცია „მოკლავს პარიზის ოლიმპიადას“.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში