ბათუმში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს

09 იანვარი 2023, 10:58 533 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალისტები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთნმანეთს გიორგი შონია და ედემ ბოლქვაძე დაუპირისპირდებიან. სხვა ფინალისტები კი ასე დაწყვილდნენ: 57 კილოგრამში გიორგი გეგელაშვილი-რობერტ დინგაშვილი, 74კგ-ში  - ოთარ ბეგაური-ავთანდილ კენჭაძე, 86 - ზაურ ბერაძე-ტატო გაფრინდაშვილი და 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მამუკა კორძალია და გივი მაჭარაშვილი.

დღეს ასპარეზობას დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები დაიწყებენ. ხალიჩაზე ვიხილავთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ევროპის ორგზის ჩემპიონს და ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორ გენო პეტრიაშვილს.

ასევე, იასპარეზებენ ეროვნული და ასაკაბრივი ნაკრებების რიგებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში