იარაღი არის გზა მშვიდობისკენ - სტოლტენბერგი

09 იანვარი 2023, 12:10 420 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვერ ამბობს, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, თუმცა ვარაუდობს, რომ ისევე როგორც ომების უმეტესობა, ეს ომიც მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.   

,,ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა . იარაღი, ფაქტობრივად, არის გზა მშვიდობისკენ- აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი. კრემლს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ მიიჩნევს - ამბობს სტოლტენბერგი. მისი თქმით, მსოფლიო უფრო საშიში გახდა და ამ ფონზე ნატო-ს ქვეყნების ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში