დაკავებულ სამართალდამცავს ბრალს დღეს წაუყენებენ

09 იანვარი 2023, 11:11 455 ნახვა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამსახურის ხელმძღვანელის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა  ორი -  განზრახ მკვლელობის, ასევე  ცეცხლსასროლი იარაღის,   საბრძოლო და ფეთქებადი  მასალის და  შენახვა -შეძენისა და მათი ტარების მუხლებით დაიწყო.  დანაშაულში მხილებული დაკავებულია და მას სავარაუდოდ ბრალს დღესვე წარუდგენენ. 

არსებული ინფორმაცით,  გარდაცვლილი და დაკავებული მეგობრები იყვნენ. მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება და არსებული ინფორმაციით, დაკავებული ნასვამ მდგომარეობაში იყო.  

გამოძიების ვერსიით   8 იანვარს, დაახლოებით  ღამის 01:00 საათზე,  ისინი იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი  ბრალდებული იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებლად და სტუმრების მიმართ  იყო  აგრესიული, რა დროსაც მან  მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან  რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიყენებული დაზიანებების შედეგად პოლიციელი  ალექსანდრე შეყელაძე  ადგილზე გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში