რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე სასურსათო ბაზარი დაბომბა - არიან დაშავებულები

09 იანვარი 2023, 13:49 564 ნახვა

რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე სასურსათო ბაზარი დაბომბა. დაბომბვის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქი „ეს-300“ ტიპის რაკეტებით დაბომბა.

უკრაინული მედიის ცნობით, ადგილზე საგანგებო სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ნანგრევებში შეიძლება, ადამიანები იმყოფებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში