რუსეთის ძალებმა ქალაქი კრამატორსკი და ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

10 იანვარი 2023, 10:14 583 ნახვა

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. დაღუპულია ორი ადამიანი-შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ოკუპანტებმა დაარტყეს საგზაო ნაწილს და ავტომობილს ხალხით. ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა“, -აღნიშნავს ტიმოშენკო.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს. ცნობილია 1 გარდაცვლილის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვი საცხოვრებელი კვარტლის გზაჯვარედინზე ჩამოვარდა, რასაც კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი მოჰყვა. ინტენსიურად იბომბება ლუგანსკის ოლქი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 8 სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელა.  მათ შორის ქალაქების ხარკოვის, ხერსონის, კრამატორსკის, დონეცკის ოლქის და ოჩაკოვის, მიკოლაივის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მათივე განმარტებით, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში