2022 წელს ყველაზე დიდი სატრანსფერო ფასის მატება ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა

10 იანვარი 2023, 10:09 850 ნახვა

გერმანული სამენეჯერო პორტალის "transfermarkt"-ის მონაცემებით, 2022 წელს მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დიდი ფასის მატება ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა. წლის დასაწყისში ქართველი შემტევის ღირებულება 15 მილიონი ევრო იყო, წლის ბოლოს კი მისი ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენდა.

ხვიჩას საბაზრო ღირებულებამ 2022 წელს 45 მილიონი ევროთი მოიმატა და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.

40 მილიონიანი ფასმატება ჰქონდა ხორვატ ცენტრალურ მცველს იოსკო გვარდიოლს, ასევე 40-40 მილიონით იმატა ბრაზილიელი ენტონის და არგენტინელი ენცო ფერნანდესის ღირებულებამაც.

2022 წელს 15 მილიონით მოიმატა კიდევ ერთი ქართველის გიორგი მამარდაშვილის ფასიც. ''ვალენსიას'' მეკარე ამ შედეგით 49-ე ადგილზეა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში