ბათუმში რამდენიმე ქუჩას ხვალ დილამდე გაზის მიწოდება შეუწყდა

10 იანვარი 2023, 12:39 3059 ნახვა

10 იანვარს დილის 08:00 საათიდან 11 იანვრის დილის 10:00 საათამდე აჭარის რეგიონში შემდეგი ქუჩების: ფრიდონ ხალვაშის, აღმაშენებლის, ტაბიძის, გულუას,ლეონიძის, ხახულის, ევდენოზისა და გენ. ასლან აბაშიძის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება - ინფორმაციას "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

კომპანიიის ინფორმაციით, აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა.

"აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 11 იანვრის 10:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge"- აცხადებენ კომპანიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში