ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში დააწვინეს

10 იანვარი 2023, 10:51 464 ნახვა

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დედაქალაქში განვითარებული მოვლენების შემდეგ, როცა ათასობით მისი მხარდამჭერი სამთავრობო შენობებში შეიჭრა და დაარბია, საავადმყოფოში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლსონარუ აშშ-ში ორლანდოს მახლობლად მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყოფილი პრეზიდენტი 2018 წელს მუცლის არეში დაჭრეს და მას შემდეგ პერიოდულად მუცლის ტკივილს ებრძვის.  

ბოლსონარუ ბრაზილიიდან შეერთებულ შტატებში დაახლოებით 10 დღის წინ გაემგზავრა.  მან უარი თქვა გასულ კვირას პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობაზე.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში