1500 ადამიანი დააკავეს ბრაზილიაში არეულობებში მონაწილეობის ბრალდებით

10 იანვარი 2023, 10:30 470 ნახვა

ბრაზილიის იუსტიციისა და უშიშროების მინისტრის ფლავიო დინოს განცხადებით, დაკავებულთა რაოდენობა საერთო ჯამში  1500-ს აღწევს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები ბრაზილიის სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ.

მისივე თქმით, მთავრობა მოსახლეობას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათ მოქალაქეებისგან უკვე მიიღეს 13 ათასი ელექტრონული წერილი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში