სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის გამოკითხვა დაიწყო

11 იანვარი 2023, 10:20 973 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის გამოკითხვა დაიწყო. გულშემატკივრებმა სასტარტო ხუთეულების კალათბურთელები უნდა გამოავლინონ, ხოლო სათადარიგო მოთამაშეებსა და ასისტენტებს მთავარი მწვრთნელები დაასახელებენ.

"ოლ სტარში" ერთმანეთს ადგილობრივები და ლეგიონერები დაუპირისპირდებიან. ადგილობრივ გუნდს ''კაკტუსის'' მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ხოშტარია უხელმძღვანელებს, ლეგიონერებს კი ''კავკასიის'' დამრიგებელი - ბექა წივწივაძე.

ყველა ვარსკვლავის მატჩის ფარგლებში სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსი გაიმართება, მასში მონაწილეობას ის კალათბურთელები მიიღებენ, რომლებიც სეზონში ყველაზე მაღალი პროცენტით ისვრიან. გულშემატკივრებს ხმის მიცემა დღეში ერთხელ, საქართველოს კალათბურთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (GBF.GE) შეეძლებათ.

გამოკითხვა 20 იანვარს დასრულდება. ბათუმის საკალათბურთო კლუბიდან გამოკითხვაში: გიორგი ოჩხიკიძე, საბა ლობჯანიძე, სანდრო სანაძე , კაილი რიდლი, ბრენდონ ალსტონი, სოსო გოგნაძე და სეშენ ჯორდანი მონაწილეობენ.

ქართული "ოლ სტარი" 22 იანვარს, 16:00 საათზე რუსთავის “ქიმიკოსთა” დარბაზში ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში