ბათუმის „დინამომ“ გიორგი კვერნაძე დაიმატა

11 იანვარი 2023, 10:39 565 ნახვა

19 წლის გიორგი კვერნაძე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს, ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა. "კვერნაძის თაობაზე მოლაპარაკება დადებითად გადაწყდა და ვარჯიშს ჩვენთან დაიწყებს. მისი დიდი იმედი გვაქვს და მჯერა, რომ გაცემულ ავანსებს გაამართლებს." – აღნიშნა არჩილ ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალოს" ფეხბურთელს, რომელმაც 2022 წელი „თელავში“ იჯარით ითამაშა, „ნაპოლი" აკვირდება, ბათუმში პროგრესის შემთხვევაში კი შესაძლოა, მისი იტალიაში ტრანსფერის საკითხი დადგეს.

აქვე გეტყვით, რომ გია გეგუჩაძეს კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ის „დინამოს“ კიდევ ორი წლის განმავლობაში გაწვრთნის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში