ბიბლიოთეკის მოწყობის მოთხოვნა

11 იანვარი 2023, 11:09 782 ნახვა

დაბა ჩაქვში, ე.წ. მე-7 რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები სოფელში ახალგაზრდული სივრცის და ბიბლიოთეკის მოწყობას ითხოვენ. მათ უკვე შეაგროვეს 950-წიგნი  და ამ ეტაპზე შენობა სჭირდებათ, სადაც  წიგნადი ფონდის განათავსებას შეძლებენ.

როგროც   ამბობენ, ახალგაზრდული ცენტრის დაარსების იდეა, სოფლის მოსახლეობის და ახალგაზრდების სურვილია. საკითხთან დაკავშირებით ქობულეთს მერიასაც მიმართეს,  საიდანაც შესაბამის დახმარებას ელოდებიან. ბიბლიოთეკის მოსაწყობად  შენობაც გამოინახა, რომელსაც შესაბამისი აღჭურვა და განახლება სჭირდება.   

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში