თურქეთმა უკრაინას კასეტური ბომბები გადასცა

11 იანვარი 2023, 10:52 480 ნახვა

თურქეთმა უკრაინას  ცივი ომისდროინდელი  ე.წ. კასეტური ბომბები გაუგზავნა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა ფორინ პოლისი წერს. გამოცემის  თანახმად, თურქეთმა ტანკების გასანადგურებელი ამ საბრძოლო მასალების პირველი პარტია უკრაინას 2022 წლის ნოემბერში გაუგზავნა, თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, იყენებს თუ არა უკრაინა ამ იარაღს ბრძოლის ველზე. ამ ტიპის საბრძოლო მასალების გამოყენება დღეს აკრძალული აქვს მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ს.  ამიტომაც ვაშინგტონმა  უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალებზე უარი უთხრა, თურქეთი იყო ერთადერთი, ვისგანაც მათი მიღება შეეძლო.

რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების  მცდელობის მიუხედავად, თურქეთი უკრაინას  მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს.

ფორინ პოლისმა კომენტარებისთვის მიმართა თურქეთის საელჩოს ვაშინგტონში და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა, პასუხი არ მიუღია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში