ირანში კიდევ 3 დემონსტრანსტს სიკვდილი მიუსაჯეს

11 იანვარი 2023, 14:06 523 ნახვა

ირანის სასამართლომ ანტისახელისუფლებო პროტესტის კიდევ 3  სამ მონაწილეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა „ღმერთთან ომის გაჩაღების“ ბრალდებით იმის მიუხედავად, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრანტების სასტიკ რეპრესიებთან დაკავშირებით საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ მოექცა.

7 იანვარს  ირანში  სიკვდილით დასაჯეს კიდევ ორი დემონსტრანტი, მათგან ერთი კარატეს ჩემპიონი იყო რამდენიმე ეროვნული ტიტულით. 

ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებმა მნიშვნელოვნად იკლო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დემონსტრაციების ჩახშობის მიზნით მომიტინგეთა დაპატიმრებიდან რამდენიმე კვირაში სასიკვდილო განაჩენების აღსრულება დაიწყო. 

სალეჰ მირჰაშემი, მაჯიდ კაზემი და საეიდ იაღუბი, რომლებიც ანტისამთავრობო აქციების დროს  ქალაქ ისპაჰანში  სამართალდამცველთა მკვლელობაში არიან ბრალდებულები, შეუძლიათ გაასაჩივრონ თავიანთი განაჩენები.

ირანში მასობრიბრივი პროტესტი 16 სექტემბერს ირანის მორალის პოლიციაში  22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არეულობებში გადაიზარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში