საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

11 იანვარი 2023, 14:28 496 ნახვა

საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა  გაიმართა. საბჭოს წევრებს საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი 2023-2026 წლის სტრატეგია და მისი თანმდევი  სამოქმედო გეგმა წარედგინათ, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

მონაწილეებმა ასევე დისკუსიის  ფორმატში  განიხილეს  ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და მოსაზრებები საჯარო მმართველობის რეფორმის ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის  განხორციელებასთან დაკავშირებით. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს დაიწყო და მისი მიზანია  საჯარო მმართველობის გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროპული მმართველობის სტანდარტებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში