სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - იენს სტოლტენბერგი

11 იანვარი 2023, 15:06 517 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.

„ჩვენი პარტნიორობა ევროკავშირსა და ნატო-ს შორის, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან რუსეთის ბრუტალურმა შეჭრამ უკრაინაში, ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი უსაფრთხოება. ბოლო დღეებში ვნახეთ სასტიკი ბრძოლა ბახმუტისა და სოლედარის გარშემო აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინული ძალების სიმამაცეს, როდესაც ისინი იბრძვიან სამშობლოს დასაცავად. ეს ასევე გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ  სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

ამიტომ მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ ისინი მალე მიაწვდიან ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და მსუბუქ ტანკებს – და ნატო-ს ყველა მოკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერას. ჩვენი მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის ადგილზე. ომის ამ საკვანძო მომენტში ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, კიდევ უფრო სწრაფად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში