ახალგაზრდები ბიბლიოთეკის მოწყობას ითხოვენ

11 იანვარი 2023, 20:05 1191 ნახვა

დაბა ჩაქვში, მე-7 რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები სოფელში ახალგაზრდული სივრცის და ბიბლიოთეკის მოწყობას ითხოვენ, რომლებმაც უკვე 950-წიგნი შეაგროვეს, რისთვისაც ამ ეტაპზე შენობა სჭირდებათ სადაც  წიგნადი ფონდის განთავსებას შეძლებენ.

ახალგაზრდებმა უკვე მიმართეს ქობულეთს მერიას, საიდანაც ელოდებიან შესაბამის დახმარებას.

ბიბლიოთეკის გასაკეთებლად სოფელში შენობაც გამოინახა, რომელსაც შესაბამისი აღჭურვა და განახლება სჭირდება. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში