რუსეთი სოლედარის შესახებ ცრუ განცხადებას ავრცელებს - ზელენსკი

12 იანვარი 2023, 11:12 573 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთის განცხადება აღმოსავლეთის ქალაქ სოლედარის დაკავების შესახებ და განაცხადა, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჯერ კიდევ სამშაბათს რუსული დაჯგუფება  ვაგნერი ამტკიცებდა, რომ მან სრულად აიღო ქალაქ სოლედარზე კონტროლი, თუმცა ქალაქის ცენტრში შეტაკებები გრძელდებოდა. სოლედარი არის მარილის მომპოვებელი ქალაქი ქალაქ ბახმუტთან ახლოს, რომელიც  ამჟამად რუსული თავდასხმების მთავარი სამიზნეა.

„ახლა ტერორისტული სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ აჩვენონ, რომ ჩვენი ქალაქ სოლედარის რაღაც ნაწილი რუსეთის ერთგვარ მიღწევას წარმოადგენს“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. ”მაგრამ ბრძოლა გრძელდება”, - დასძინა მან.

ფეისბუქზე ცალკე განცხადებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაწერა, რომ რუსები სოლედარის აღებისა  და უკრაინული ძალებისთვის მიწოდების მარშრუტების გადაკეტვის მცდელობისას  ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგს განიცდიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში