აშშ-ში საჰაერო მიმოსვლა განახლდა

12 იანვარი 2023, 11:10 541 ნახვა

აშშ-ში საჰაერო მიმოსვლა განახლდა  მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ავიაციის ფედერალური  სამმართველო შეეცადა  სისტემის გათიშვის აღმოფხვრას, რომელმაც აშშ-დან ყველა  ავიარეისის შესრულება  შეაფერხა.

პილოტების გაფრთხილების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი, რომლის გამოც ათასობით ავიარეისი გადაიდო, უცნობია, თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ  ჯერ ვერ  იპოვეს კიბერშეტევის მტკიცებულება.  5 ათას 400-ზე მეტი ავიარეისი  გადაიდო და 900 გაუქმდა ვებსაიტ ფლაიევერის თანახმად. 

ოფიციალური განცხადებით, ფრენების ეტაპობრივად განახლებას  რამდენიმე  საათი დასჭირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში