სოლედარში სასტიკი ბრძოლები გრძელდება

12 იანვარი 2023, 17:29 621 ნახვა

რუსეთი უკრაინაში აძლიერებს თავის ძალებს, უკრაინული ძალები კი სასტიკ შეტევებს იგერიებენ  აღმოსავლეთ ქალაქ სოლედარის დასაცავად - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. მისი თქმით,  უკრაინაში რუსეთმა მისი  სამხედრო ნაწილების რაოდენობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 250-დან 280-მდე გაიზარდა, რადგან მოსკოვი "სტრატეგიული ინიციატივის" ხელში ჩაგდება სურდა. ”სასტიკი ბრძოლებია სოლედარის მიმართულებით. რუსები საკუთარ გვამებზე გადაადგილდებიან - აღნიშნა მალიარმა.

ბრიფინგზე  ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ვითარება  რჩება "რთული", უმძიმესი ბრძოლებით აღმოსავლეთ ფრონტზე. მისი თქმით, რუსული ძალები ცდილობდნენ უკრაინის ჯარების ალყაში მოქცევას.

გრომოვმა ასევე განაცხადა, რომ ბელარუსიდან თავდასხმის  საფრთხე მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში